"პატრიოტთა ალიანსის" აქცია, რომელიც 7 ნოემბერს, თბილისში უნდა გამართულიყო, პარტიის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება.
პარტიის წევრის, გიორგი ლომიას თქმით, აქცია ქუთაისის მოედანზე 9 ნოემბერს, ხუთ საათზე გაიმართება და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ. .
"ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. "პატრიოტთა ალიანსი" ბრძოლას აგრძელებს და ვინაიდან ბრძოლამ ქუჩაში გადაინაცვლა, ბუნებრივია, ჩვენც გამოვდივართ და ვიკავებთ ქუჩას. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, დრო და დრო შევხვდებით და გავესაუბრებით. აქციებს ვიწყებთ ქუთაისიდან, 9-ში, ხუთ საათზე ვატარებთ ქუთაისის მოედანზე. აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და სხვადასხვა რეგიონში ერთკვირიანი ან 10-დღიანი შუალედით ჩატარდება", - განაცხადა გიორგი ლომიამ.