ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობას პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილიც შეუერთდა. მან ფეისბუქზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ 31 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა.
"ბიძინა ივანიშვილს უნდა მივესალმოთ, უფრო სწორედ დავუყვიროთ. ის კაცი დირიჟორივით მოაჯდა ამ ქვეყანას, გველეშაპივით მოაჯდა ამ ქვეყანას. გუშინ კიდევ ერთხელ მოგვაყენა შეურაცხყოფა განხორციელებული ქართული ოცნების მიერ და გაფორმებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.
რიგგარეშე არჩევნები, ვადამდელი არჩევნები და პატიოსნად ჩატარებული არჩევნები გვინდა", - ამბობს ელისაშვილი.