ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ოცნების ხელისუფლებას მთელი მმართველობის განმავლობაში ახასიათებდა გარიგება კრიმინალურ სამყაროსთან, რომელიც ორმხრივად იყო მომგებიანი.
კაპანაძის თქმით, წინასაარჩევნოდ კრიმინალური სამყარო ეხმარებოდა და ეხმარება ივანიშვილს, რისი შედეგიცაა გაზრდილი დანაშაულების რაოდენობა.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ გარდამტეხი ცვლილებებით წერტილი უნდა დაესვას თანამშრომლობას კრიმინალს და სახელმწიფოს შორის.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ივანიშვილის ხელისუფლებას ერთი რაც ახასიათებდა, იყო გარიგება კრიმინალურ სამყაროსთან. გარიგება, რომელიც იყო ორმხრივად მომგებიანი ორივე მხარისთვის, ანუ როგორც ივანიშვილისთვის, ისე კრიმინალური სამყაროსთვის, რაც გულისხმობდა იმას, რომ წინასაარჩევნოდ კრიმინალური სამყარო ეხმარებოდა ივანიშვილს და შემდეგ ივანიშვილი ხელს აფარებდა ამ კრიმინალურ სამყაროს, რისი პირდაპირი შედეგიც არის გაზრდილი დანაშაულების რაოდენობა, რისი პირდაპირი შედეგიც არის გზარდილი მკვლელობები, ქურდობებისა და ძარცვის რაოდენობა და ასევე პირდაპირი შედეგი არის ის, რომ კრიმინალური ავტორიტეტები, კანონიერი ქურდები, მათ შორის ლავასოღლი და სხვები, ძალიან მარტივად შემოდიან და გადიან საქართველოდან. ჩვენ ბევრი შემთხვევა ვიცით, თუ როგორ უწყობდნენ ამაში პირდაპირ ხელს ივანიშვილი და მისი დამქაშები.
ამიტომ, ეს არის ის ერთ-ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა შაეიცვალოს არჩევნების შემდეგ და ევროპული საქართველოს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გარდამტეხ ცვლილებებს ყველა მიმართულებით, მათ შორის გულისხმობს ამას, საბოლოოდ წერტილის დასმას კრიმინალს და სახელმწიფოს თანამშრომლობასთან მიმართებაში, რადგნა ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში გვქონდეს კანონის უზენაესობა და დემოკრატია.“ - განაცხადა კაპანაძემ.