ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, ნიკა მელიას ოფისთან ქართული მარშის აქციას ეხმიანება.
კაპანაძის თქმით, ქართული მარში არის ქართული ოცნების ხედასმული ორგანიზაცია და მათ ინსტრუქციებს ასრულებს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ეს ინსტრუმენტები დარჩა ოპონენტებთან საბრძოლველად, რადგან ისინი ვერ ართმევენ თავს ვერცერთ გამოწვევას.
„ქართული მარში რა ორგანიზაციაა ყველამ ვიცით, ის არის პირდაპირ ხელდასმული ორგანიზაცია ქართული ოცნების მიერ, მათი ყველა პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერი ამ ბოლო წლების გნამვალობაში. გადახედეთ ქართული მარშის სიას და თქვენ ნახავთ, რომ მასში არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, ზოგი ყოფილი, ზოგი მოქმედი, ადმინისტრაციული თანამდებობების მქონე ადამიანები, მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ.
ისინი არიან პირდაპირ შერწმული ორი ორგანიზაცია, უბრალოდ ცოტა უფრო რადიკალური ფრთა არის პოზიციონირებით ქართული მარში, ამიტომ, ნებისმიერი ასეთი ქმედება, აქციები, პიკეტირება ოპოზიციურ ოფისებთან არ აქვს მნიშვნელობა ნაციონალური მოძრაობის იქნება თუ სხვა ოპოზიციური ფლანგის, ეს არის პირდაპირ ქართული ოცნების წინასაარჩევნო გეგმა.
იმ პირობებში, როდესაც მათ არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის, არცერთი პრობლემის მოგვარებაზე არ საუბრობენ, არც ეკონომიკის, არც კოვიდის, არც სიღარიბის, არც უმუშევრობის, ერთადერთი რაც მათ დართათ არის ეს, ძალადობის, აგრესიის გზით, დაშნინების, მოსყიდვის გზით და იმაზე ხაზგასმის გზით, რომ წინა ხელისუფლებამ რაღაცეები დააშავა და ბრალდებების მოგონებით. ეს არის მათი ერთადერთი დარჩენილი ინსტრუმენტები და შეუძლებელია, რომ ამ გზით შეინარჩუნონ ხელისუფლება, ეს არის რეცეპტი კატასტროფის“, - განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს, გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბთან, "ქართულმა მარშმა" აქცია გამართა. აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატს ნიკა მელიას დაუპირიპირდნენ. დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აქციაზე ნიკა მელიასთან პირისპირ დებატებს ითხოვდა. შიხიაშვილმა თქვა, რომ ორშაბათიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტების პიკეტირება დაიწყება.