ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, ივერი მელაშვილის და ნატალია ოლიჩოვას დაკავება აბსურდული ბრალდებებით აჩვენებს, თუ როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება, რომელიც ბოლომდე ჩაფლავდა და გაკოტრდა, კვლავ ცდილობს, რომ მოიგონოს ახალი მადისკრედიტირებელი ფაქტები წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ქართულ ოცნებას არ აქვს არანაირი ხედვა, თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს ქვეყანაში არსებული კრიზისი.
„ივერი მელაშვილის და ნატალია ოლიჩოვას დაკავება აბსოლიტურად მოგონილი, აბსურდული ბრალდებებით, რომელსაც აშკარად პოლიტიკრუი ხასიათი აქვს, აჩვენებს იმას, როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ეხლა ეძებს კიდევ რაღაც ახალ სკანდალს, რომ გადააბრალოს ეს წინა ხელისუფლებას.
ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არაფერი შესათავზებელი ხალხისთვის არ აქვთ და აქ არის ყველაზე დიდი კონტრასტი ქართული ოცნების და ივანიშვილის, ევროპულ საქართველოსთან, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა როგორ მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები და ქვეყანა წაიყვანოს წინ.
ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა და ბოლომდე გაკოტრდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების მადისკრედიტირებელი, რადგან არანაირი ახალი შეთავაზება, გეგმა და ხედვა, თუ როგორ შეიძლება ეს კრიზისი დაიძლიოს, ქართულ ოცნებას აღარ გააჩნია.“ -განაცხადა კაპანაძემ.