გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგის სათავეში მოექცა 48 წლის კოლუმბიელი მსახიობი, კომიკოსი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი სოფია ვერგარა, რომელმაც სახელი ტელესერიალ "ამერიკულ ოჯახში" შესრულებული როლით გაითქვა.
2020 წელს სოფია ვერგარამ 2020 წელს 43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მეორე ადგილზე გავიდა ანჯელინა ჯოლი, რომელმაც მიმდინარე წელს 35.5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. როგორც იუწყებიან, ამ წელს მიღებული შემოსავლის უდიდესი ნაწილი ანჯელინა ჯოლიმ მარველის პროდუქცია The Eternals-ში შესრულებული როლისთვის მიიღო, რომლის პრემიერაც 2021 წელს არის დაგეგმილი.
მესამე ადგილზე გავიდა ისრაელელი მსახიობი გალ გადოტი, რომელმაც "ქალი საოცრება"-ში შესრულებული როლით გაითქვა სახელი. 2020 წელს გადოტმა 31.5 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
რეიტინგში დანარჩენი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: