ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლებამ დაიწყო ძალდობის ტალღა პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჟურნალისტებზეც. კაპანაძემ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანები დაისჯებიან და დადგება ისეთი ცვლილებები, რომ არასოდეს აღარ იყოს გამოყენებული ძალადობა პოლიტიკური მიზნებისათვის.
„როგორც ჩანს დაიწყო უკვე ხელისუფლებამ ძალადობის ტალღის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მარნეულში მიმდინარე მოვლენები ამის კარგი მაგალითია, ჟურნალისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა, მათ შორის უშუალო მონაწილეობით ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მხრიდან და ეხლა კიდევ თუ ვინმეს დაიჭერენ ოპოზიციიდან ნამდვილად არ გაგვიკვირდება და მიჩვეულები ვართ ამას.
ეს ყველაფერი არის 1 თვის ვადაში. ერთი თვის თავზე, ოცნება დამარცხდება და ეს ყველაფერი შეწყდება და ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა იყენებს თავის ძალუფლებას ბოროტად პოლიტიკური მიზნებისათვის, აუცილებლად დაისჯება. ეს არის მნიშვნელოვანი, ყველამ უნდა იცოდეს, როკ არავის შერჩება ასეთი ძალადობა ამ არჩევნების შემდეგ.
ჩვენი, ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ ამ არჩევნებით ისეთი ცვლილებები დადგეს, რომ არასოდეს აღარ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის არც ძალადობა, არც ადმინისტრაციული რესურსი და არ ხდებოდეს შეტევა პოლიტიკურ ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე.“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.