საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, რეგიონული ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კოორდინაციით, მისი კონტაქტები უკვე მოკვლეულია, ყველა მის პირდაპირ და ირიბ კონტაქტში მყოფ პირს PCR ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
"ქვედანაყოფში ჩატარებული დამატებითი ეპიდემიოლოგიური მოკვლევისა და დეზინფექციის შედეგად, სამხედრო ნაწილის საკარანტინე ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დამდგარა. შესაბამისად, თელავში დისლოცირებული მე-20 კადრირებული ბრიგადა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს", - ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.