ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რუსთავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი წარუდგინა.
წარდგენაზე მოსახლეობას მიმართა პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძის თმით, ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისის აღმოფხვრას სჭირდება კონრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და კაპანაძის თქმით, სწორედ ევროპული საქართველოს ხედვაა ზუსტი და კონკრეტული, რომელიც ქვეყანას მოუტანს ახალს შესაძლებლობებს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოს რუსთავში, ირმა ნადირაშვილის სახით ჰყავს კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს როგორც რუსთავის, ისე მთლიანი საქართველოს უკეთესი მომავლისათვის.
„ჩვენი ამოცანა ამ არჩევნებზე არ არის მარტო ერთი ადამიანის დამარცხება, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და გავისტუმროთ ქართული ოცნება ოპოზიციაში, ჩვენი ამოცანა არის უფრო დიდი, რომ ამ დამარცხების შემდეგ ქვეყანა შევცვალოთ უკეთესობისაკენ, რომ ამ დამარცხების შემდეგ გზა გავუხსნათ ისეთ ცვლილებებს, რომელიც თითოეული ოჯახის ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისაკენ , რომელიც მხოლოდ დაპირებები და სიტყვები კი არა, რეალური საქმე იქნება, რომელიც გააუმჯობესებს თითოეული მოქალაქის ცხოვრებას.
ჩვენსა და სხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ მოხდეს ცვლილებები. ძალიან ადვილია ილაპარაკო უბრალოდ უკეთეს მომავალზე, მდიდარ საქართველოზე, თუმცა რთულია გქონდეს ზუსტი ხედვა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. ჩვენ გუნდს აქვს სწორედ ეს, კონკრეტული ხევდა, იდეა, რომლის გარეშეც ცვლილებები ვერ განხორციელდება.
-
ბიუროკრატიული ხარჯის 2 მლრდ. ლარით შემცირება, რითაც ნაკლები ფული დარჩება მთავრობას და მეტი ფული ხალხს.
-
შემოსავლების დაწევა, რაც გამოიწვევს იმას,რომ მეტი ფული დარჩება ბიზნესში, მეტი ფული დარჩება ხალხს.
-
ამით შესაძლებელია, რომ იყოს მინიმალური 1000-ლარიანი ხელფასი და საშუალო 2000-ლარიანი შემოსავალი.
-
აუცილებელია უსაფრთხოება ჩვენო ოჯახებისათვის, მოქალაქეებისათვის და ევროპულ საქართველოს აქვს გამოწვევა, რომ შეამციროს კრიმინალი.
ამ ყველაფრის გაკეთებას სჭირდება კომპეტენტური გუნდი, რომელიც მოახდენს ამ რეფორმების ინიცირებას და გაიტანს მას პარლამენტში. სწორედ ასეთი გუნდია ევროპული საქართველო და სწორედ ასეთი წარმომადგენელი ჰყავს ევროპულ საქართველოს რუსთავში, ირმა ნადირაშვილის სახით", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.