ლევან ვარშალომიძე ბათუმის მაჟორიტარად იყრის კენჭს. აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ინფორმაცია "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" დაადასტურა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელიც ამჟამად კარანტინში იმყოფება, ამბობს, რომ სამშობლოში "რუსული ოცნების" დასამარცხებლად დაბრუნდა და საქართველოს მოქალაქეებს აძლევს პირობას, რომ ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს.
„თქვენს ეთერში მინდა განვაცხადო, რომ მე აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, მე აუცილებლად ვიბრძოლებ საქართველოს პარლამენტის წევრობაზე ბათუმიდან და ეს ბრძოლა იქნება დაკავშირებული ერთ რამესთან: მე არ ვიბრძვი თანამდებობისთვის, მინდა ამ ბრძოლაში ჩავერთო, რათა გადავარჩინოთ საქართველო“, - თქვა ვარშალომიძემ.
ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო. 2020 წლის 21 მაისს ის უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა.