აჭარაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციები განიხილეს.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თინა ზოიძემ პანდემიით გამოწვეულ რეგულაციებზე ისაუბრეს.
ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან დისკუსია, ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის მექანიზმებს შეეხო.
„აჭარაში საინვესტიციო პროცესები საკმაოდ ძლიერია. ბიზნესის კეთების ინტერესი, არსებული ვითარების გათვალისწინებითაც კი, მაღალია. მნიშვნელოვანია შევძლოთ, რომ ამ პროცესებს კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ. ჩვენ ქონების პრივატიზების მიზნით არაერთი აუქცინი გამოვაცხადეთ, გარკვეული ქონება უკვე განიკარგა, ნაწილის პრივატიზების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებული შეზღუდვების გონივრული მოხსნა და ეკონომიკის მდრაგი განვითარების აღდგენა, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“- აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თინა ზოიძე.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს, ინსპექტირების პროცესში ბიზნესის კანონიერი ინტერესების დასაცავად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.