პოლიტოლოგი გია ნოდია ტელეკომპანია "ფორმულასთან" სტუმრობისას ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წამოყენება კომიკურია, თუმცა ყურადღების მიქცევას და რეიტინგის ზრდას ემსახურება.
"სააკაშვილთან შედარებით, გაცილებით ნაკლები მასშტაბის პოლიტიკოსია გიორგი ვაშაძე, ცოტა კომიკურია, თითქოს, ერთი შეხედვით, რომ 2-3%-იანი რეიტინგის პარტიის ლიდერი პრემიერ-მინისტრად წარმოგვიდგენს თავს. ფაქტობრივად, ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრად მოდის, კომიკურია. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ყურადღების მიქცევის საშუალება. ის ამით ყურადღებას იპყრობს და შეიძლება, 2-3%-დან 4%-ზე გადავიდეს. ოპოზიციური პოლიტიკოსები ამას ანგარიშობენ", - ამბობს ნოდია.