ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მძლავრ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარიდა, დაშავებულია თითქმის 4 000 ადამიანი.
ამ დრომდე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო-საძიებო სამუშაობი ნანგრევებში დაღუპულთა და გადარჩენილთა აღმოსაჩენად.
ოფიციალური ორგანოები აცხადებენ, რომ შესაძლოა, აფეთქების ზიანის გათვალისწინებით, მსხვერპლთა და დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ლიბანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. ინციდენტის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში დაზიანდა სახლები.
აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაშიც გაიგეს. ნიქოზია ბეირუთიდან 250 კილომეტრში მდებარეობს.
ფოტო: Reuters