საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ითანამშრომლოს.
როგორც იუწყებიან, სამინისტრო უკვე დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და აცნობა მზაობის შესახებ.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართულობას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა", - აცხადებენ შსს-ში.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნით, გარდაცვლილის ოჯახმა დღეს შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართა აქცია.