ავტოავარია ანაკლიაში მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილია "მერსედესის" მარკის ავტომობილში მსხდომი სამი ადამიანი, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.