დღეს ცნობილ ქართველ მსახიობს თენგიზ არჩვაძეს 88 წელი შეუსრულდა.
თენგიზ არჩვაძე სხვადასხვა წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი იყო. მან ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა.
რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე თენგიზ არჩვაძის შესახებ წერდა: „ერთხელ მკითხეს, ზარანდიას უარყოფითი გმირის როლზე თენგიზ არჩვაძე რატომ შეარჩიე და არა სხვა მსახიობიო. ჯერ ერთი, თენგიზი ჩემი უსაყვარლესი მსახიობია-მეთქი და, მეორეც, თუ ზარანდია არ იქნებოდა თუთაშხიას ღირსეული მეტოქე, პიროვნება, დაჯილდოებული უამრავი საინტერესო თვისებით, ფილმი არ შედგებოდა. მუშნი არ არის, უბრალოდ, უარყოფითი გმირი. ამიტომ უნდა მიმეცა ეს როლი და მივეცი კიდეც ყველაზე მომხიბლავ მამაკაცს...”
თენგიზ არჩვაძემ არაერთი მთავარი როლი შეასრულა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „ხევისბერი გოჩა”, „ხევსურული ბალადა“, „მე ვხედავ მზეს“, „დათა თუთაშხია“, „ვედრება“, „ჯვარცმული კუნძული“, „ანარეკლი“, „წიგნი ფიცისა“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და სხვა.