პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ამომრჩეველს სჭირდება მრავალფეროვნება, სადაც არ იქნება ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბარი.
ოთარ კახიძე საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ მეორე ტურზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავარი ბრძოლა მეორე ტურში დაიწყება.
“ბოლო კვლევა რომ ავიღოთ, რომელიც Edison Research-მა ჩაატარა. 16% არის "ნაციონალურ მოძრაობის" და 16%-ზე მეტი აქვს ჯამურად დანარჩენ ოპოზიციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ოლქები ამ პროპორციებით უნდა გადანაწილდეს, რადგან ყველაზე მეტი ეკუთვნის იმას, ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს. მაგრამ ვისაც აქვს ნაკლები, იმასაც უნდა შეხვდეს ოლქი, რადგან მოლაპარაკება იყო ასეთი. ოლქების გადანაწილების შემდეგ უნდა ყოფილიყო მრავალფეროვნება. ჩვენი საარჩევნო მოდელი არ არის ორპოლუსიანი. ივანიშვილს და სააკაშვილსაც სურთ, რომ წარმოაჩინონ ორპოლუსიანობა და შუა გაკრიფონ, მაგრამ ეს ესე არ არის. სინამდვილეში არის მრავალფეროვნება.
ჩვენ ცალ-ცალკე პარტიები ვართ და ვართ კოორდინაციაში, მეორე ტურში ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და ვიქნებით ისევ კოორდინაციაში”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.