საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1171-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1171 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 947 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6588 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -323.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.