ჩინური კომპანია Huawei სმარტფონების გაყიდვებში ლიდერი პირველად გახდა. ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველ ადგილს მხოლოდ Apple და Samsung-ი იკავებდნენ. თუმცა 2020 წელს მდგომარეობა შეიცვალა.
2020 წლის მეორე კვარტალში Huawei-მ ბაზარზე 55,8 მლნ ტელეფონი გამოიტანა, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 5%-ით ნაკლებია. მეორე ადგილზეა Samsung-ი - 53,7 მლნ სმარტფონით. მან 2020 წლის მეორე კვარტალში 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ბაზარს 30%-ით ნაკლები სმარტფონი მიაწოდა.
სანქციების გამო Huawei-ს გაყიდვები საზღვარგარეთის ბაზრებზე იკლებს, სამაგიეროდ იზრდება შიდა ბაზარზე. მან 2020 წლის მეორე კვარტალში შიდა ბაზარზე მიწოდება 8%-ით გაზარდა და დღეისათვის ჩინეთის სმარტფონების ბზარის 70%-ს სწორედ, რომ Huawei აკონტროლებს.