ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დაინიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ უკვე მოაწერა.
ამ დრომდე ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ბესლან კვიცინია ასრულებდა.
სერგეი შამბა 1997-2010 წლებში ის აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის სექტემბრამდე კი ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.