გროზნოში, მილიციის ორი თანამშრომელი დაცხრილეს.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით, გროზნოში, ლენინის რაიონში მილიციელებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებდნენ.
ინციდენტის შედეგად ერთი მილიციელი ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
ამ დროისთვის თავდამსხმელების დასადგენად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.