არც ვაქცინა იქნება მალე, არც წამალი, ანუ პოპულაციური იმუნიტეტი რასაც ჰქვია ეგ უნდა გამოვიმუშაოთ. ყველა ქვეყანა მიხვდა და ნელნელა გადავიდა ამაზე, ჩვენ რაღაც ჯორივით გავიჭედეთ, - განაცხადა პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "ღამის კურიერში"
მისი თქმით, სინამდვილეში ზღაპარი და ილუზიაა, რომ დავიჯეროთ ხელისუფლებამ ვირუსი გააკავა.
"მეტროს ჭერი რომ თავზე გენგრევა ეგეთ ხელისუფლებაზე დაიჯერო რომ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსი გააქრო ქვეყნიდან? ვირუსი ვრცელდება ქვეყანაში, რაც არის გასაკეთებელი არის ის კონკრეტული ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში ამ ვირუსს აქვს ლეტალური დასასრულის რისკი. გასაკავებელი არის ის რომ იმ ადამიანებამდე არ მიაღწიოს, რომლებისთვისაც ესაა რისკი, დანარჩენებს ყველას მაინც მოგვიწევს ამ ვირუსის გადატანა. სხვა გზა არ არსებობს, არც ვაქცინა იქნება მალე, არც წამალი, ანუ პოპულაციური იმუნიტეტი რასაც ჰქვია ეგ უნდა გამოვიმუშაოთ. ყველა ქვეყანა მიხვდა და ნელნელა გადავიდა ამაზე, ჩვენ რაღაც ჯორივით გავიჭედეთ," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.