საქართველოში ლიეტუვის ელჩი, გიედრიუს პუოჯუნასი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების ექვსი წლისთავს ულოცავს. განცხადება ელჩის "ტვიტერის" გვერდზე ვრცელდება.
ამ დღეს, 2014 წელს, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზას დაადგა. საქართველო უკვე სარგებლობს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით, ევროკავშირს ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია. საქართველო, იყავი მიზანმიმართული და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება", - წერს პუოჯუნასი.