თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება დაიწყო. იტყობინება თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 
მისი განცხადებით, პროექტი თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებას და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად. შედეგად ქართველი სამხედროების კვების მენიუ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ხარისხი გაუმჯობესდება
თავდაცვის ძალების მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი შეფმზარეულები - ლევან კობიაშვილი, ლუკა ნაჭყებია, მანუელ ფაუნდეს ბარანდა და მაია კაციაშვილი ჩაუტარებენ. 
პროექტის მონაწილეები ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებაზეც იმუშავებენ და მენიუს ახალ კერძებს შემატებენ
პროექტი საქართველოს კულინართა ფედერაციის ჩართულობით ხორციელდება