ამერიკის მთავრობა აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მხარდაჭერას. ამჯერად აღნიშნული სამსახურის სპეციალურ ქვედანაყოფს, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვაში, საქართველოში აშშ-ის საელჩომ გადასცა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა.
"ტექნოლოგიების გამოყენება დაეხმარება ქვედანაყოფს, აღმოაჩინოს და უპასუხს ასაფეთქებელ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საფრთხეებს.
აღჭურვილობა ქვედანაყოფს გადასცა აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, რომელიც ქართველ პარტნიორებს ამავე აღჭურვილობის ეფექტურად გამოყენებისთვის სპეციალურ ტრენინგსაც ჩაუტარებს", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.