14 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, " Suntory Hall"-ში სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ობამას მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდსმა.
"აშშ-ის პრეზიდენტს ექნება საშუალება ისაუბროს თავის შეხედულებებზე აშშ-სა და აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში", _ განაცხადა როდსმა და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორ აკიხიტოსა და მის მეუღლეს მიტიკოს შეხვდება. ამით აშშ-ის პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტი სრულდება და იგი სინგაპურში გაემგზავრება.
15 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი მოლაპარაკებას გამართავს სინგაპურის პრემიერ ლი კუან იუსთან.
"ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერების თანამშრომლობის შეხვედრაზე გაემგზავრება, სადაც მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს დიალოგში, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს ბალანსირებულ და მყარ ზრდას მიეძღვნება", _ აცხადებს როდსი.
ამავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბარაკ ობამა მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის მოლალაპარაკებებში.
ამის შემდეგ ბარაკ ობამა ინდონეზიის პრეზიდენტ სუსილო ბამბანგ იუდხოიონოს შეხვდება.
15 ნოემბერს, საღამოს, ობამა შანხაიში გაფრინდება. იქ მას დაგეგმილი აქვს შანხაის მერთან ხან ჩჯენთან და ახალგაზრდობასთან შეხვედრა.
ამის შემდეგ ობამა პეკინში გაფრინდება და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ხუ ძინტაოს, ვახშამზე შეხვდება.
17 ნოემბერს ბარაკ ობამა ხუ ძინტაოსთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს. მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. 18 ნოემბერს ობამა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ვენ ცზაბაოს შეხვდება.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი სეულსა და სამხრეთ კორეაში გაემგზავრება.
19 ნოემბერს ობამა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მენ ბაკს შეხვდება. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე მომსახურე ამერიკელ სამხედრობს შეხვდება და მათ სამსახურისთვის მადლობას გადაუხდის.
19 ნოემბერს, საღამოს, ობამა აშშ-ში დაბრუნდება.