სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ სამსახურის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა, სამსახურის ახალი, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობაზე.
"მე როგორც ამ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულება ინსტიტუციურად შედგა და მუშაობს გამართულად და შეუფერხებლად. საგამოძიებო დეპარტამენტი ქმნის გამოძიების მაღალ სტანდარტს და ეფექტიანი გამოძიების ისტორიას.
მე როგორც ამ საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვეა არსებობს, არაფრით ჩამოუვარდება იმ საგამოძიებო უწყებებს, რომლებიც ასეულობით წლებია არსებობს.
ჩვენი მთავარი იარაღი კანონი და თანამშრომელთა პროფესიონალიზმია", - განაცხადა თოლორაიამ.
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს უსმენენ.