რუსი დიპლომატი არასოდეს ვყოფილვარ.მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი, რომელმაც 1988 წელს დატოვა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვიცოდი, რომ საბჭოთა კავშირისგან ბუნდღა აღარ დარჩებოდა, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.
მისი თქმით, მან რუსეთის მოქალაქეობა 2009 წელს დატოვა.
„ერთ ძალიან ჭკვიან ადამიანს აქვს ნათქვამი, რომ არამზადობას აქვს საზღვარი, მაგრამ სისულელეებს საზღვარი არ აქვს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 5 წელი აშშ-თან ურთიერთობა, თუ მათ იცოდნენ, რომ მე რუსი დიპლომატი ვიყავი, ან რუსეთის დიპლომატიასთან მქონდა კავშირი. 2009 წელს გავაგზავნე მოთხოვნა პასპორტის ჩაბარებისა, ანუ უნდა წაიღონ მოქალაქეობა. 11 თვის შემდეგ მოვიდა უნომრო, ხელმოუწერელი დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ მე აღარ ვარ რუსეთის მოქალაქე”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.