გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ის მხარს უჭერს ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინებას, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას.
"მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ისევე, როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას. შესაბამისად, ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან.
ქორწინებაში ვგულისხმობ ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაციას; რელიგიური რიტუალი კონკრეტული კონფესიის საქმეა.
ზოგადად, ვთვლი რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ვინ ვისთან ერთად ქმნის ოჯახს, მაგრამ თუ ასეთი (რეგისტრაციის) უფლება არსებობს, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა", - წერს ჯაფარიძე.