თითქმის ხუთი თვის შემდეგ გუშინ საღამოს გერმანიიდან ასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაბრუნდა.
გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა Airbus A 310 "კურტ შუმახერმა" ისინი ბერლინიდან თბილისში ჩამოიყვანა.
აეროპორტში ქართველ ჯარისკაცებს დახვდა გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშეს შტაბი. ქართველებს გერმანიის ფედერალურ მიწა მეკლენბურგ-ფორპომერნში 41-ე სატანკო გრენადერთა ბრიგადის ტრენერები ავღანეთში მისიის შესასრულებლად ამზადებდნენ.
ჯარისკაცებს თავდაპირველად კარანტინის გავლა მოუწევთ, ხოლო შემდეგ დამსახურებულ შვებულებას გაატარებენ თავიანთ ოჯახებთან ერთად.