კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის შემდეგ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მისი უდიდებულესობა უინძორის ციხე-სიმაგრის ეზოში პონით სეირნობს.
94 წლის მონარქი რეგულარულად სეირნობს ციხე-სიმაგრის ეზოში, რომელიც, როგორც იუწყებიან, მისი საყვარელი სამეფო რეზიდენციაა.
ელისაბედ მეორე უინძორის სამეფო რეზიდენციაში, მეუღლესთან, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპთამ და რამდენიმე თანამშრომელთან ერთად იმყოფება.
ფოტო: PA Media