"სააკაშვილის რეჟიმის მცდელობა, დაიბრუნოს უიმედოდ დაკარგული დიდება" - ასე უწოდა ჩრდილო კავკასიასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საქართველოს ინივიატივას ყარაჩაი-ჩერქეზეთის მეთაურმა ბორის ებზეევმა. განცხადებას ამის შესახებ ებზეევის პრესსამსახური ავრცელებს.
"რეჟიმმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა გენოციდსა და აფხაზეთის წინააღმდეგ ღია აგრესიაშია დამნაშავე, დღეს კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, შეცდომაში შეეყვანა საერთაშორისო საზოგადოება. სააკაშვილმა გააკეთა განცხადება ჩრდილო კავკასიის მცხოვრებთათვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ და განაცხადა, რომ კავკასია ჩვენი საერთო სახლია. ჩვენ კარგად ვიცით და გვიყვარს ჩვენი საერთო სახლი _ რუსეთი, უაღრესად დიდ პატივს ვცემს ქართველ ხალხს, მაგრამ სააკაშვილს თავს არ მოვატყუებინებთ", _ აცხადებს ებზეევი.
მისი თქმით, ამ საკითხების გადაწყვეტა საჯარო პოლიტიკის გზით, რომელთა გადაწყვეტა დიპლომატიური გზით უნდა მოხდეს, აიხსნება მხოლოდ ერთი რამით _ "რეჟიმის აგონიით, რომელიც არ ერიდება არანაირ პროვოკაციას და ცდილობს დაიბრუნოს ძველი დიდება და მოაპირკეთოს ის ანტინაციონალირი პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს", _ აცხადებს ებზეევი.