16 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ნაივური ფერწერის გამოფენა გაიხსნება.
"გლობალიზაციის შეუქცევადმა პროცესმა XXI საუკუნეში ხელოვანები ინსტიქტური, გულკეთილი მხატვრობისკენ მიახედა და დააბრუნა ხელოვნების თავდაპირველ საწყისთან - ნაივთან", _აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
გალერეაში გამოფენილი იქნება თვითნასწავლი მხატვრების _ ვანო მელიაშვილის, ნინო ბაქრაძის , ტატიანა პაპისაშვილისა და ირინა გაგუას _ ნამუშევრები.