ოჯახი შესდგება ცოლისგან, ქმარისა და შვილებისგან. განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
"დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს. სადაც სარწმუნოება ჭეშმარიტია, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შესდგება ცოლისგან, ქმარისა და შვილებისგან. ქალის ხასიათი, განსხვავებული ხასიათები აქვს, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა, ხალხი გაამთლიანა საქართველოსი, საქართველო გახდა ერთიანი", - განაცხადა ილია მეორემ.
ქადაგების ტექსტს პირველი არხი ავრცელებს.