“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ბრიფინგს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გაუაზრებელი შეზღუდვების დატოვება მთავრობის ყოვლად იდიოტური და უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება.
მისი თქმით, ამ გაუზარებელი შეზღუდვებით, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას, კიდევ უფრო ძირავენ.
“ეს არის მთავრობის ყოვლად იდიოტური და უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც ტოვებ სრულიად გაუაზრებელ შეზღუდვებს, არც ხსნიან - რატომ ტოვებენ. რატომ რჩება კომენდანტის საათი? რატომ რჩება მანქანებით გადაადგილების შეზღუდვა? რატომ რჩება ისევ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების აკრძალვა? - რა ემსახურება ეს? გარდა იმისა, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას, კიდევ უფრო ძირავენ. ეს ხდება თან იმის ფონზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს ერთი თეთრი არ მიუღიათ სახელმწიფოსგან. საპენსიო საკუთარ დანაზოგსაც კი არ უბრუნებენ, აღარ ვლაპარაკობ დახმარებებზე, თავიანთ ფულს, რომელიც დასაქმებულ მოქალაქეებს იძულებით შეანახინეს საპენსიო ფონდში, იმასაც არ აძლევენ“, - თქვა კახიძემ და აღნიშნა, რომ ამ შეზღუდვების დატოვება არის დანაშაულებრივი, რადგან ეკონომიკა დღითიდღე უკან მიდის.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვა ეხსება სამზე მეტი ადამიანის შეკრებას, როგორც დახურულ ასევე - ღია სივრცეში. გაიხსნება სილამაზის სალონები, თუმცა მანქანაში მძღოლის გარდა ორ-ზე მეტი პირის აკრძალვა კვლავ ძალაშია. ძალაში რჩევა ასევე კომენტანტის საათიც.