ადამიანი, რომელიც ზიარების კოვზს უბრალოდ შეეხება, ის აუცილებლად განიკურნება. ასე ეხმიანება საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის.
"კოვზი, რომლითაც ხდება ზიარება, საზიარებელი კოვზი ეხება იესოს ხორცსა და სისხლს. და თუ ადამიანი არ ეზიარება, მაგრამ ამ კოვზს შეეხება, უბრალოდ შეეხება, ეს კოვზი უკვე არის ამ ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი და ის განიკურნება. ამაშია ახსნა, თუ რატომ ეკლესია აცხადებს, რომ ერთი კოვზით ზიარება არ არის სახიფათო,"- განაცხადა მეუფე დანიელმა.