მინდა, დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება, ხალხი. ყველაფერს აკეთებენ, რომ უფალი ჩვენთან იყოს. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
"მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რათა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არა არის ამისი საშუალება. კიდევ მნიშვნელოვანი არის იმით კვირაცხოვლობა, რომ კვირაცხოვლობის დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა ჩვენ სიგელი, რომ ის ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა მადლობა შევწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს ეკლესიას კონსტანტინეპოლისას ამდენი წყალობისათვის", - განაცხადა პატრიარქმა.