ჩინეთში, ხუბეის პროვინციის დედაქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამ დროისთვის, საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი იმყოფება. იუწყება ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტიტი.
კომიტეტის პრესსპიკერის განცხადებით, Covid-19-ით ინფიცირებულმა ბოლო პაციენტმა საავადმყოფო პარასკევს დატოვა.
მისივე თქმით, ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიც არ დაფიქსირებულა.
დეკემბრის ბოლოდან, ვირუსის უხანში აფეთქების დღიდან, ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირების 82 816 შემთხვევის შესახებ იუწყებოდა, მათგან 4 632 პაციენტი გარდაიცვალა.
ჩინეთში აღრიცხული შემთხვევების 56% უხანში დაფიქსირდა, 46 452 შემთხვევა.