სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
"საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს
კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით.
სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თვისი წყალობა მიჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და საყოფელთა მართალთასა დააწესოს ისინი, ამინ!", - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.