ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სპეციალური რეისით ჩამოიტანეს წმინდა ცეცხლი. თავდაპირველად, წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.
წმინდა ცეცხლი სააღდგომო მსახურების დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
მორწმუნეთა რწმენით, იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლი, თბილისის დროით 15:30 წუთზე გადმოვიდა.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.