იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა.
ტრადიციის მიხედვით, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილოს III აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავის კარები დაიხურა.
მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გარდამოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს ასრულებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, რიტუალი მრევლის გარეშე მიმდინარეობდა და მას 15-მდე სასულიერი პირი ესწრებოდა.
ფოტო: AFP