სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.
მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მილოცვა გადასცა და აღნიშნა, რომ მან მთელი ცხოვრება დაუთმო იმას, რომ საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი, რომ ყველა შეუდგეს სულის გადარჩენის გზას.
"ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსაცდელებით და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერი არ არის მისი განსაცდელების და მწუხარებათა გარეშე. რატომ ხდება ეს? იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს სულში ჩვენს გულში, ეს ხდება დიდი განსაცდელების შედეგად. ასე არის ეს ცხოვრება მოწყობილი. დავფიქრდეთ დღეს ამაზე, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ უფრო მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, რომ შევუდგეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს. სახარებაში მცირედ არის ღვთისმშობლის სიტყვები აღწერილი, არის რამდენიმე სიტყვა მათ შორის, კანას გალელიაში, იგი ეტყვის იქ დამსწრეთ, „ჰყავთ ის, რასაც ძე ჩემი გეტყვით“. ეს არის ცნება ღვთისმშობლის და შევუდგეთ ჩვენ მის ღვთაებრივ ძეს", - აღნიშნა მეუფე შიომ.