ერთი კოვზის პრინციპი არ შეუცვლია არცერთ ეკლესიას. ამაზე დამთავრდა მსჯელობა - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის სინოდმა უკვე იმსჯელა.
"სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა,"- დასძინა ჯაღმაიძემ.
ანდრია ჯაღმაიძემ ასევე ისაუბრა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამ მიმართულებით საპატრიარქოში გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.
დეკანოზის განცხადებით, "კარგად გვახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარი, რომ ყველაფერს იღონებენ, რათა სააღდგომოდ ეს პრობლემა გადაიჭრას. ამ იმედით ჩვენ ვლოცულობთ და ველოდებით მოახლოებას ამ დღეების. ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენ ერთის მხრივ შევძლოთ საზეიმო მსახურება და მეორეს მხრივ, ამით არაფერი დავარღვიოთ".