ჩინეთის ქალაქ უხანში მეტროპოლიტენის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. მგზავრები მეტროთი მგზავრობისას ვალდებულნი არიან ატარონ დამცავი ნიღბები, შესვლის, გამოსვლისა და სხვა ხაზებზე გადაჯდომის დროს უნდა გაიარონ პერსონალური ჯანმრთელობის კოდის სკანირება.
უხანი 23 იანვრიდან ფაქტობრივად იზოლირებულია გარესამყაროსგან კორონავირუსის აფეთქების გამო. ქალაქში გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის ავტობუსები, მეტრო, ბორნები. აკრძალულია ქალაქში ავტობუსებისა და წყლის ტრანსპორტის შესვლა, არ მუშაობს აეროპორტი და რკინიგზის სადგრუები.
ადგილობრივებს ეკრძალებათ ქალაქის დატოვება განსაკუთრებული ნებართვის გარეშე. მკაცრად არის შეზღუდული ქალაქში გადაადგილებაც.
ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის კარანტინი შესაძლოა 8 აპრილს მოიხსნას. ამ შემთხვევაში უხანის მცხოვრებლებს ქალაქიდან გასვლა იმ შემთხვევაში შეეძლებათ თუ სრულად ჯანმრთელები იქნებიან და სხვებს საფრთხეს არ შეუქმნიან.
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნაში ვირუსის 3 218 შემთხვევა ფიქსირდება.
ახალ შემთხვევებიდან ყველა კვლავ იმპორტირებულია. ხელისუფლება ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას გეგმავს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 81 349 შემთხვევა გამოვლინდა, 3295 დაიღუპა, 74 971 კი გამოჯანმრთელდა.