რამდენიმე მაღაზიაში გარკვეულ პროდუქტზე გაზრდილი ფასები დაფიქსირდა.
გივი მოდებაძემ გააფრთხილა სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსოფლიოში,მათ შორის საქართველოში შექმნილ ვითარებას, დაიცვან მომხმარებელთა ინტერესები და არ მოხდეს სურსათზე ფასების ხელოვნურად ზრდა.
როგორც ჭიათურის მერმა აღნიშნა, შესაბამის სამსახურებთან ერთად, აღნიშნულ საკითხს ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს.
რაც შეეხება სურსათით მომარაგებას, როგორც მაღაზიებში აღნიშნეს, საკვები პროდუქტის მარაგი საკმარისად აქვთ.
მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ხათუნა ცერცვაძესთან და საქართველოს წითელი ჯვრის ჭიათურის წარმომადგენლებთან ერთად, სავაჭრო ქსელში დასაქმებულებს და ადგილობრივ მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის სარეკომენდაციო ფლაერები გადასცა.