იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან, ტოკიოს ოლიმპიადის ერთი წლით გადადებასთან დაკავშირებით.
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ტოკიოს ოლიმპიადის ერთი წლით გადადება შევთავაზე, რაზეც ის 100%-ით დამთანხმდა", - თქვა აბემ.
პრემიერ-მინიტრის თქმით, ოლიმპიური თამაშების სავარაუდოდ 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.
ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარების საკითხი განსაკუთრებული კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც კანადამ და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდეა უნდა გამართულიყო.