ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარების საკითხი განსაკუთრებული კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც კანადამ და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.
კანადის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს ოლიმპიური თამაშების გადადებისკენ მოუწოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ თამაშების გადადებასთან დაკავშირებით გამოწვეულ სირთულეებს, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი სპორტსმენებისა და მსოფლიო საზოგადოების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”, - ნათქვამია კანადის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
ამასთანავე, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძომ აბემ, პირველად ამ ხნის განმავლობაში, აღიარა, რომ შესაძლოა ოლიმპიური თამაშები გადაიდოს.
"გაგვიჭირდება ოლიმპიური თამაშების სრულფასოვნად ჩატარება. ვფიქრობ, გადავადება გარდაუვალი იქნება. სპორტსმენების ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია“, - თქვა პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მომდევნო 4 კვირის განმავლობაში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ოლიმპიადასთან დააკვშირებით.
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდეა დაგეგმილი.