ერთი კოვზით ზიარება პირიქით ღვთისგან მოცემული ჯილდოა. ვეზიარებით და არც შიში გვიპყრობს, რომ ჩვენ გავხდებით სხვათა დაღუპვის მიზეზი - მიმართა საკვირაო ღვთიმსახურების შემდეგ ალავერდის მიტროპოლიტმა დავითმა ტაძარში შეკრებილ მრევლს.
"რატომ ითხოვენ ეკლესიის დახურვას, რომ ინფექცია გავრცელდება? სხვა ინფექცია, სხვაგან უფრო ვრცელდება. ერთი კოვზით ზიარება პირიქით ღვთისგან მოცემული ჯილდოა. ვეზიარებით და არც შიში გვიპყრობს, რომ ჩვენ გავხდებით სხვათა დაღუპვის მიზეზი. ნუ ეშინია ქვეყანას, ვევედრებით დაიცვას დიდი და პატარა. არაფერი სააშიში არ არის, ღვთის მადლით დაცული ვიქნებით, ოღონდ ადამიანებს გვმართებს გონიერება, სიფხიზლე, რასაც გვირჩევენ სპეციალისტები, ექიმები, უნდა შევასრულოთ.
ასაკიან ადამიანებს, რომლებსაც სიცივის გამო არ შეუძლიათ ამ დიდ და მშვენიერ, მაგრამ არც თუ ისე თბილ ტაძარში ყოფნა, შეუძლიათ, დარჩნენ იქვე სიახლოვეს თუ არის პატარა ტაძარი, თუ ვინმე ავად გახდება მას სახლში ვაზიარებთ", - განაცხადა მეუფე დავითმა "პირველი არხის" ცნობით.