კორონავირუსის გავრცელების ფონზე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გაუქმდა. ინფორმაცია ფესტივალის მიკრობლოგ Twitter-ზე ვრცელდება.
73-ე კინოფესტივალი კანში 12-23 მაისს უნდა გამართულიყო.
ამასთან, ღონისძიების ორგანიზატორები შემდგომი ნაბიჯების რამდენიმე ვარიანტზე მსჯელობენ.
მათი თქმით, ერთ-ერთ ვარიანტად ფესტივალის გამართვა ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში განიხილება.