ჩვენ ვხედავთ ძალიან დეტალურ და კრიტიკულ ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ასე ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, ყველა ის პრობლემა, რომელმაც თავი მოიყარა "ქართული ოცნების" მმართველობის ბოლო წლებში, თანდათან აისახება არამხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებში, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, არამედ ინსტიტუციონალურ შეფასებებში.
„აქამდე "ქართული ოცნება" ყოველთვის თავს იმშვიდებდა, რომ კრიტიკა, წერილები, კომენტარები, ყველაფერი იყო პოლიტიკური, მოდიოდა პოლიტიკური ფიგურებისგან და პრობლემები არ იყო ასახული ინსტიტუციონალურ შეფასებაში, მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში. ეს ყველაფერი უკვე იცვლება და ჩვენ ვხედავთ ძალიან დეტალურ და კრიტიკულ ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.